1:1 ელექტრონული სწავლების ტრენინგები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიის რეგულირებასა და სტატუსის ამაღლებას, მასწავლებლის პროფესიული ცოდნის, საქმიანობის მაღალ სტანდარტს, სწავლებისა და სწავლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.
2011 წლიდან დაიწყო პროგრამა ”კომპიუტერი პირველკლასელებისთვის” განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ყველა პირველკლასელს და პირველი კლასის დამრიგებელს უსასყიდლოდ გადაეცა ნეთბუქი სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად.
1:1 (ერთ კომპიუტერთან ერთი მოსწავლე) ელექტრონული სწავლების დანერგვის და ეფექტურობის გაზრდის მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგებს უზრუნველყოფს იმ საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის, რომლებსაც პირველ კლასში მიღება აქვთ . ტრენინგები მიზნად ისახავს პირველის კლასის დამრიგებლების შესაბამისი ტექნიკური უნარებით აღჭურვასა და მეთოდოლოგიით უზრუნველყოფას, რათა მათ შეძლონ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს შექმნა, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა განათლების საერთაშორისო სივრცეში.
კურსის აღწერა და ტრენერის ძირითადი მოვალეობები
– ტრენინგების ჩატარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში პირველი კლასის დამრიგებლებისთვის;
– სასწავლო პროცესში მასწავლებელთა კონსულტაცია/დახმარება ნეთბუქების დახმარებით გაკვეთილის/სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე, რესურსების მომზადებაზე, განხორციელებასა და შეფასებაზე.
უმაგრესი ტრენერი :***
ReplyDelete